შეერთებული შტატების არმიამ ავღანეთის ჩრდილოეთში თალიბების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების მორიგი რაუნდი წამოიწყო.
დღეს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარასკევს დაწყებული დამიზნებითი ცეცხლდაშენის საჰაერო ოპერაციის სამიზნე თალიბანის საწვრთნელი ნაგებობებია. პანტაგონის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ჩინეთის და ტაჯიკეთის საზღვრებთან ტერაქტების რეპეტიციის და დაგეგმვისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
“თალიბანი ვერსად დაიმალება” - განაცხადა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა, რომელიც ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ძალებს მეთაურობს. “ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ზიანი და ნგრევა მოაქვს, ვერსად იპოვის უსაფრთხო თავშესაფარს” - დასძინა მან.