ავღანეთის მთავრობა ვაშინგტონის და თალიბანის პირდაპირი მოლაპარაკებებით არის განაწყნებული
აშშ ცდილობს განმუხტოს ავღანელ პარტნიორებთან შექმნილი დაძაბულობა, რომელიც დოჰაში ვაშინგტონის მიერ თალიბანის ოფისთან პირდაპირმა მოლაპარაკებებამ გამოიწვია.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯინ პსაკის განცხადებით, ჯონ კერი უკვე ორჯერ ესუბრა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მისი დაშოშმინების მიზნით. ყატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბებთან ამერიკელების მოლაპარაკება დღეს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ის დროებით გადაიდო.
დოჰაში თალიბანის ოფისის გახსნით განაწყენებულმა კარზაიმ შეაჩერა ამერიკელებთან ურთიერთობის პროცესი, რომელიც 2014 წლიდან ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ ქვეყნის უშიშროებაზე პასუხისმგებლობის გადაცემას ავღანეთის მთავრობისთვის ითვალისწინებს.