უსაფრთხოების ხელშეკრულება ავღანეთთან

ავღანეთის პრეზიდენტ -ჰამიდ კარზაის- მიერ უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დაგვიანება გარკვეულ ეტაპზე პრობლემებს შექმნის
უსაფრთხოების ხელშეკრულება ავღანეთთან
ავღანეთის პრეზიდენტ -ჰამიდ კარზაის- მიერ უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დაგვიანება გარკვეულ ეტაპზე პრობლემებს შექმნის

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი -ჩაკ ჰეიგელი- აცხადებს, რომ ავღანეთი ვეღარ გააგრძელებს უსაფრთხოების ხელშეკრულების ხელმოწერის გადავადებას. საუბარია ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც ამერიკის არმიის გარკვეულ ნაწილს ავღანეთში დარჩენის უფლება 2014 წლის შემდეგაც მიეცემა.

პოლონეთისკენ მიმავალმა ჰეიგელმა დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პოლონეთში ოფიციალური პირები უსაფრთხოების სხვა საკითხებთან ერთად, ავღანეთის თემასაც განიხილავენ. თავდაცვის მდივნის თქმით, ავღანეთის პრეზიდენტ -ჰამიდ კარზაის- მიერ უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დაგვიანება გარკვეულ ეტაპზე პრობლემებს შექმნის, რადგან შეერთებულმა შტატებმა სამომავლო ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა დაიწყოს. თუმცა, ისიც განაცხადა, რომ პატივს სცემს კარზაის უფლებას საკითხი ისე გადაწყვიტოს, როგორც ის ამას სწორად მიიჩნევს, და რომ შეერთებულ შტატებს ავღანეთის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საკმაოდ „შეზღუდული“ საშუალებები აქვს.