მედიაში ავღანეთის ომის შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციამ გაჟონა . ათი ათასობით საბუთში, შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში წარმოებული სამხედრო ოპერაციების დეტალები გამომაჟღავნდა. არსებობს აგრეთვე ახალი ბრალდებები პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის მიმართ, რომელსაც ავღანელ თალიბებთან საიდუმლო გარიგებაში ადანაშაულებენ. ანალიტიკოსების აზრით, საბუთებში არსებული ინფორმაცია საეჭვოა.
ინტერნეტ ვებგვერდის „ვიკილიკსის“ მფლობელებმა უკანასკნელი ინფორმაციის გაჟონვა , პენტაგონიდან დოკუმენტაციის გამოაშკარავების 40 წლის წინანდელ სკანდალს შეადარეს.
მაშინ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, ვიეტნამში ომს უკავშირდებოდა და საბოლოოდ საზოგადოების აზრის შეცვლის საბაბიც კი გახდა.
მაგრამ შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ექსპერტი ავღანეთისა და პაკისტანის საქმეებში ლარი გოდსონი აცხადებს, რომ პარალელის გავლება ამ ორ მოვლენას შორის არამართებულია:
„ აქ რაც ჩანს ეს არის საველე პირობებში ტაქტიკისა და სამხედრო ოპერაციების დეტალები. მაგრამ პენტაგონის სკანდალს ამას ვერ შევადარებ ჩემის აზრით „ვიკილიკსის“დამაარსებლები სწორედ ამის გაკეთებას შეეცადნენ. აშკარაა, რომ რაღაც მოგების ნახვა სურდათ ამ ისტორიიდან.
„ვიკილიკსის“ მიერ გამომზეურებული ბიუროკრატულ ტონალობაში დაწერილი დოკუმენტაცია, არ წარმოადგენს მაღალი დონის პოლიტიკურ საბუთს ან რაიმე მნიშვნელოვან კვლევას. ეს არის დაბალი ეშელონების სადაზვერვო სამსახურის მოხსენება საველე პირობებიდან. ეს გარკვეულწილად წააგავს 2004-2009 წლების ავღანეთის ომის დღიურს, თუმცა მას არა აქვს ქრონოლოგიური ხასიათი.
ანალიტიკოსების განცხადებით ის ვინც ამ ომს უფრო დეტალურად ადევენებს თვალს, ეს ინფორმაცია მათთვის ახალი არაა. მათ შორის პაკისტანის სადაზვერვო სამსახურსა და ავღანეთის თალიბანს შორის საიდუმლო გარიგება. მაგალითად საბუთებში აღნიშნულია სადაზვერვო სამსახურის უფროსის გენერალ ჰამიდ გულის და თალიბებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის შეახებ.
მაგრამ ყველა ეს მონაცემები არ გადამოწმებულა ექსპერტების მიერ. ანალიტიკოსების აზრით მრავალი დეტალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და გადამოწმებას საჭიროებს. თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ხნის ეჭვს იმის თაობაზე , რომ ტალიბებსა და პაკისტანის სადაზვერვო სამსახურს შორის გარკვეული თანამშრომლობა არსებობს.
პაკისტანის მთავრობა განაგრძობს ბრალდებების უარყოფას. შეერთებულ შტატებში პაკისტანის ელჩის ჰუსეინ ჰაკანის განცხადებით, საიდუმლო საბუთები ვერ ასახავს დღევანდელ რეალობას.
ამავე დუკუმენტაციებში გამოაშკარავდა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი „ ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტით, მსგავსი რაკეტებით - სტინგერებით შეერთებული შტატები მოჯაჰედებს ამარაგებდნენ საბჭოთა კავშირთან ომის დროს. მრავალი თალიბი და ალყაიდას მეომარი კი ყოფილი მოჯაჰედი ან მისი შთამომავალია.
კონგრესის კვლევითი სამსახურის წარმომადგენლის ალან კრონსტადის განცხადებით, რაკეტებთან დაკავშირებული ისტორია ხშირი მოვლენაა, რასაც სადაზვერვო სამსახურები ბუმერანგის ეფექტს უწოდებენ და რაც ძველი სამხედრო ოპერაციების შენს საწინააღმდეგოდ მობრუნებას ნიშნავს.
„ეს ეფქტი 2002 წლის ავღანეთის კამპანიის დაწყებიდან უმალვე გამოვლინდა. ამერიკული თვითმფრინავები სტინგერის ტიპის რაკეტებით იქნა ჩამოგდებული. ეს ინფორმაცია მედიას არ გაუშუქებია, თუმცა დროთა განმავლობაში სადაზვერვო სამსახურების საფიქრალი გახდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის მთავრობა, კერძოდ კი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო შეეცადა სტინგერების უკან დაბრუნებას, უკან შესყიდვასაც კი სთავაზობდნენ მოჯაჰედებს, მაგრამ ამ დროისათვის არაა ცნობილი რამდენი სტინგერი დააბრუნეს მათ , ან რამდენია მომქმედ მდგომარეობაში მოყვანილი