ობამას ადმინისტრაცია მომდევნო 15 წლის განმავლობაში გამონაბოლქვის ერთი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად
შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკის მასშტაბით ელექტრო ენერგიის სადგურებიდან მომდევნო 15 წლის განმავლობაში გამონაბოლქვის ერთი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორმა ჯინა მაკარტიმ გეგმას „ამბიციური, თუმცა შესრულებადი“უწოდა. მისი თქმით, ამერიკის 50-ვე შტატს საშუალება მიეცემა გეგმა საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე შეცვალოს და მისი განხორციელება კონკრეტულ გარემოებებს მიუსადაგოს.
ინიციატივა მიზნად ისახავს ისეთი განახლებადი ენერგიის წყარობის ათვისების ხელშეწყობას, როგორცაა მზის და ქარის ენერგია. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივა ამერიკის ისტორიაში პირველად ნახშირორჟანგის გამონაბოლქვზე სახელმწიფო ლიმიტს აწესებს. სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, ატმოსფეროში ჭარბი რაოდენობით ნახშირორჟანგის არსებობა კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება.