რეინსალუ: "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დრო ქართველი ლიდერების ხელშია"
Your browser doesn’t support HTML5
„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. სხვაგვარად ევროპაში, სარკეში ჩახედვისაც შეგვრცხვება“, - ამბობს ურმას რეინსალუ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს იმ პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებს, რომლებმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეაფერხა.