შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზადაა დაიცვას ბალტიისპირეთის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ის რეგიონში სამხედრო ყოფნას შეინარჩუნებს.
„ჩვენ მეხუთე მუხლის ერთგულნი ვართ“ - განაცხადა ოსტინმა. მას მხედველობაში ჰქონდა ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ-ატლანტიკური ალიანსის წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, ალიანსის ყველა წევრი მას დაიცავს.
ასევე ნახეთ: ბაიდენი უცნობი საჰაერო ობიექტების ჩამოგდებაზე განცხადებას გააკეთებსრეგიონში „მუდმივ როტაციაზე“ სამხედრო ყოფნის შენარჩუნების შესახებ, ოსტინმა განცხადება ტალინში, ესტონეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება ჩვენი ბალტიისპირეთის მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ერთგული“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გმართულ პრესკონფერეციაზე ლოიდ ოსტინმა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, მისი ქვეყანა „მუშაობს იმაზე, რომ თავიდან აიცილოს“ მასზე თავდასხმა, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდება. „შეკავება აქ ერთი საკვანძო სიტყვაა. სწორედ ამიტომ გამოდის ნატო რეგიონული თავდაცვის ახალი გეგმებით, რომლებიც იმედია ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდება“ - განაცხადა პევკურმა.
2019 წლიდან, შეერთებულმა შტატებბმა ლიეტუვაში 500-მდე ჯარისკაცისა და აღჭურვილობის როტაციული ჯგუფი განათავსა. დეკემბერში, შეერთებულმა შტატებმა, ესტონეთში „ჰაიმარსის“ საარტილერიო სარაკეტო სისტემების ოცეულის და ქვეითთა განთავსების შესახებნ განაცხადა.
2017 წლიდან, ნატომ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. ეს არის როტაციული ჯარისკაცების „მუდმივი“ ყოფნა ამ ქვეყნებში, რათა მათ ნატოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, უფრო დიდი საპასუხო ძალების განთავსებას შეუწყონ ხელი.
ასევე ნახეთ: რა ხდება მოლდოვაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვისგერმანიამ პირობა დადო, რომ შეჭრის საფრთხის შემთხვევაში, მზაობას 10 დღის განმავლობაში გააძლიერებს.
ტალინში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ოსტინმა, კიდევ ერთხელ გაიმერა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით და თქვა, რომ თავის „არასაკმარისად აღჭურვილ და ცუდად მომზადებულ“ სამხედრო პერსონალში, რუსეთი მძიმე დანაკარგების განცდას გააგრძელებს.