ამერიკა სირიას აკრიტიკებს

ამერიკა სირიას აკრიტიკებს

აშშ-ი გმობს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის გამოსვლაში გაჟღერებულ ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც დასავლეთი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტების მხარდაჭერაში. ასადმა აქვეე დასძინა, რომ 10-თვიან წინააღმდეგობას ბოლო მოეღება, ხოლო "ტერორისტები" სამაგალითაოდ დაისჯებიან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ამ სიტყვებით ასადი შეეცადა სირიელების ყურადღება გადაეტანა იმ პირობიდან, რომელიც მან აიღო ძალადობის დასასრულებლად.