ბიუჯეტის სეკვესტრი და ემიგრაცია

შეერთებული შტატების საპატიმრობიდან არალეგალ პატიმრებს ბიუჯეტის სეკვესტრის გამო ათავისუფლებენ

Your browser doesn’t support HTML5

ბიუჯეტი


შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს ბიუჯეტის სეკვესტრი შეეხო, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევიდა. ამ სეკვესტრის ერთ-ერთი შედეგი ის არის რომ დეპარტამენტმა, ათასობით უსაბუთო ემიგრანტი პირველადი დაკავების იზოლატორებიდან გამოუშვა იმ მოტივით რომ შემცირებული ხარჯებით მათ შენახვას ვეღარ უზრუნველყოფდა. საიმიგრაციო რეფორმის პრობლემა და შეკვეცილი ბიუჯეტი ეს ორი საკითხი ახლა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდა. კანონმდებლების დღის წესრიგში ახლა ეს ორი ცხელი თემაა განსახილველი, რომელიც ათასობით ემიგრანტს რომელსაც უახლოეს თვეებში დეპორტაცია ემუქრება - გარკვეულ იმედს აძლევს.

2012 წლის დეკემბრის გვიან ღამეს სამართალდამცავები ჩიკაგოს გარეუბანში ცეზარ ენრიკესის სახლში შევიდნენ და დააპატიმრეს.
მისი დანაშაული დეპორტაციის დაუმორჩილებლობაში მდგომარეობდა. ენრიკესი ამერიკაში მცხოვრები უსაბუთო ემიგრანტი იყო
.
ცეზარ ენრიკესი:“ ოჯახისთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო, ეს ამბავი ჩემმა ორმა შვილმა განიცადა , რომლებიც უკვე თითქმის თინეიჯერები არიან. ძალიან დიდი წუხილი იყო სახლში.

ენრიკესმა თითქმის სამოცი დღე გაატარა საპატიმროში ვიდრე იანვრის დილა დადგებოდა.

ცეზარ ენრიკესი:“ დილის ორ საათზე პატიმრები გაგვაღვიძეს და გვითხრეს , რომ ციხის შენობიდან უნდა გასულიყავით.

ის არა თავის სამშობლოში - ელ სალვადორში უნდა წასულიყო, არამედ დაბრუნებულიყო ჩიკაგოს იმ რაიონში სადაც ის დააპატიმრეს. სწორედ ჩიკაგოში უნდა დალოდებოდა დეპორტაციას.

ცეზარ ენრიკესი :თავიდან ვერ მივხვდი, საპატიმროდან გათავისუფლების მიზეზს, თუმცა შემდეგ ვიღაცამ თქვა რომ, საემიგრაციოს აღარ ჰქონდა პატიმრების შესანახი ფული და ამიტომ ვეღარ დარჩებოდით პატიმრობაში.

ენრიკესი ათასობით უსაბუთო ემიგრანტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ბიუჯეტის შეკვეცის გამო ბოლო თვეებში საპატიმროდან გამოუშვეს. თებერვალში გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა რომ ბიუჯეტის შეკვეცა მის სააგენტოს პრობლემებს შეუქმნიდა.

ჯანეტ ნაპოლიტანო: „სეკვესტრის გამო საიმიგრაციო და საბაჟო აღმასრულებლები იძულებულნი ხდებიან შეამცირონ დაკავება და დეპორტაციის პროცედურები, ასევე არ ექნებათ საშუალება უზრუნველყონ ოცდათოთხმეტი ათასი საწოლით საპატიმრო ადგილები რასაც კონგრესი ითხოვს.

ჯოშუა ჰოიტს უკვირს რომ ეს ცვლილებები სწორედ სეკვესტრს მოყვა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში მათი ორგანიზაცია ამბობდა რომ, ეს ფულის უაზრო ხარჯვა იყო.

ჯოშუა ჰოიტი იმიგრაციის და დევნილების უფლებების დაცვის ილიონისის შტატის კოალიციის ხელმძღვანელია.

ჯოშუა ჰოიტი: ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად ხარჯავს 18 მილიარდ დოლარზე მეტს საემიგრაციო ციხისთვის, საზღვარზე გაჩერებისთვის რაც ძალიან დიდი თანხაა.

ჰოიტი ამბობს რომ, გრძელვადიანი ეკონომია საემიგრაციო საკითხებზე შესაძლოა განხორციელდეს ორპარტიული კანონმდებლობით საემიგრაციო რეფორმაზე, რაზეც კანონმდებლები უკვე მუშაობენ.

ჯოშუა ჰოიტი: „ახლა მთელი ქვეყანა საემიგრაციო რეფორმაზე საუბრობს, და ბევრ ემიგრანტს უნდა მიეცეს ქვეყანაში დარჩენის საშუალება , და არ უნდა გაანადგურონ მათი ოჯახები ერთი ხელის მოსმით.

ცეზარ ენრიკესს სურს რომ კანონმდებლებმა შეთანხმებას დეკემბრამდე მიაღწიონ, რადგან მისი დეპორტაციის დრო მოდის.

ენრიკესი მიმართავს პრეზიდენტ ობამას , რომ ხალხის დეპორტაცია შეწყვიტონ და ვისაც არ აქვს კრიმინალი ჩადენილი ქვეყანაში გაათავისუფლოს.

თუ ის იძულებული გახდა რომ დატოვოს შეერთებული შტატები ენრიკესი ამბობს რომ შეეცდება კონტრაბანდისტის დახმარებით , ან რაიმე სხვა საშუალებით ისევ ჩამოვიდეს შეერთებულ შტატებში და თავის ოჯახთან ერთად იყოს.