გუშინ დამასკოში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი დაიბომბა
დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეა სირიის საკითხში საუდის არაბეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას უყრის კენჭს. ამ ფონზე, სირიაში ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით, ძალადობა გრძელდება.
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ დამასკოში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი დაიბომბა. დაიღუპა 21 ადამიანი. ცენტრის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი.
ამავე უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, სირიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ჰამაში, იდლიბსა და ალეპოში დღეს შეტაკებები და სამთავრობო ძალების თავდასხმები გრძელდებოდა.
გაეროს გენერალური ასამბლეის აღნიშნულ რეზოლუციას არ აქვს დამავალდებულებელი ძალა და დოკუმენტი სავარაუდოდ დაგმობს ასადის მთავრობის მიერ იარაღის გამოყენებას, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობას-ძალადობის შესაჩერებლად შეთანხმებას მიაღწიოს.