რუსეთი ყატარის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ეწინააღმდეგება, რომელიც სირიის მთავარ ოპოზიციურ კოალიციას „ეფექტური დიალოგის“ მონაწილედ ასახელებს
დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის მიღება იგეგმება, რომელიც სირიაში არსებულ ძალადობას დაგმობს და ქვეყნის მთავრობას გაეროს საგამოძიებო ჯგუფის დაშვებისკენ მოუწოდებს. არასავალდებულო რეზოლუცია ყატარის მიერ არის შემუშავებული. დოკუმენტი მიესალმება სირიის მთავარ ოპოზიციურ კოალიციას, როგორც „ეფექტური დიალოგის“ მონაწილეს, რომელიც საჭიროა სირიაში პოლიტიკური ტრანზიციის დასაწყებად.
რეზოლუციაში აღნიშნულია ის საერთაშორისო აღიარება, რომელიც სირიის ოპოზიცის მთავარმა გაერთიანებამ მოიპოვა. რუსეთი აღნიშნული რეზოლუციის მიღებას ეწინააღმდეგება. დიპლომატები აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტს უფრო ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ვიდრე გასული წლის აგვისტოში მიღებულ წინა რეზოლუციას.