გაეროს მისიამ სირია დატოვა

კოფი ანანს ლახდარ ბაჰმიმი ცვლის
გაეროს დამკვირვებელთა მისიამ სირიის დედაქალაქი დატოვა. დამკვირვებლები სირიაში გაეროს ეგიდით იმყოფებოდნენ და გაეროს ყოფილი სპეციალური დესპანის კოფი ანანის ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ნაწილს წარმოადგენდნენ. მისიას ვადა ოფიციალურად გასულ კვირას ამოეწურა. გაერო სადამკვირვებლო მისიის ნაცვლად დამასკოში სამოკავშირეო ოფის შეინარჩუნებს, რომელიც მხარდაჭერას აღმოუჩენს კოფი ანანის შემცვლელს ვეტერან ალჟირელ დიპლომატს ლახდარ ბაჰმიმის.

ამავდროუალდ, ვრცელდება ცნობები, ალეპოსა და დამასკოს უბნებში სამათავრობო ძალების მიერ განხორციელებული რეიდების შესახებ, რომლის დროსაც დღეს დაახლოებით 40 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტი ასადი აცხადებს, რომ ამბოხება საზღვარგარეთიდან მხარდაჭერილი ტერორისტების მიერ არის ორგანიზებული.