გაეროს ანგარიში ერთი წლის განმავლობაში წარმოებული გამოძიების შედეგია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების შელახვის ანგარიში გამოსცა, მაგრამ ჩინეთი აცხადებს, რომ ანგარიშის საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნას დაბლოკავს.
ანგარიში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, ერთი წლის განმავლობაში წარმოებული გამოძიების შედეგია, რომელშიც ჩრდილოეთ კორეაში შრომა-გასწორების კოლონიებში პატიმრების წამების, გაუპატიურების და მკვლელობის შემთხვევებია მოყვანილი.
ჩრდილოეთ კორეის უახლოესი მოკავშირე და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი - ჩინეთი, აცხადებს, რომ ანგარიშის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემას დაბლოკავს იმის გამო, რომ ადამიანის უფლებების საკითხი კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით უნდა გადაიჭრას. ჩრდილეოთ კორეა კი აცხადებს, რომ ეს ძალისხმევა ამერიკის მიერ ფხენიანის წინააღმდეგ წარმოებული შეთქმულების ნაწილია.