ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას

პრეზიდენტი ჰასან როჰანი ამბობს, რომ დასავლეთმა „ურთიერთობის, მოლაპარაკების და შემწყნარებლობის“ გზა უნდა აირჩიოს
კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საკითხებში, აღნიშნავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 წევრს შორის გერმანიაში დაგეგმილ შეხვედრას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზაფირიც შეუერთდება. დღის წესრიგში ირანის ბირთვული პროგრამის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებაა. ირანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ახლადარჩეული პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ დასავლეთმა „ურთიერთობის, მოლაპარაკების და შემწყნარებლობის“ გზა უნდა აირჩიოს.

ირანის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა კეტრინ ეშტონის თქმით, „კარგად და კონსტრუქციულად წარიმართა“. ირანის საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ თეირანის პოზიციის შესახებ ამჯერად არა კონსერვატიული შეხედულებების მქონე მინისტრი, არამედ ზომიერი პოზიციების მქონე ზარიფი დაიცავს.