ძალადობის მსხვერპლთა 10%-ს ომი კლავს

ამერიკას იარაღის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს

Your browser doesn’t support HTML5

იარაღის კონტროლი

ახლახან გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპული ადამიანების ძალიან მცირე ნაწილი უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე ომებს ან კონფლიქტებს პირდაპირ. 2013 წელს ასობით ათასი ადამიანი ყოველდღიური საქმიანობის წარმოებისას შეიარაღებული ძალადობის მსხვერპლი გახდა.

საინფრომაციო სააგენტოები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას კონფლიქტურ ზონებში მსხვერპლის შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სირია, ავღანეთი, ერაყი, მალი.

თუმცა, ორგანიზაცია „სმოლ არმს სერვეი“ აცხადებს, რომ საომარი ოპერაციების დროს დაღუპული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში ცეცხლსასროლი იარაღით ყოველწლიურად მოკლული ადამიანების რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტია. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2004-2009 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 526 ათასი ადამიანი დაიღუპა ცეცხლსასრული იარღით წარმოებული ძალადობის შედეგად. ეს რიცხვი არ შეიცავს ბრძოლის ველზე დაღუპულებს.

312 ფურცლიანი ანგარიში შეიცავს შეიარაღებული ძალადობის სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულს, ბანდიტურ დაჯგუფებებს, ოჯახურ კონფლიქტებს, მიწის განაწილები ან სხვადასხვა სახის სათემო კონფლიქტებს.

მსოფლიოში დაახლოებით 875 მილიონი იარაღია საკუთრებთაში. მათ შორის, 75 პროცენტი კერძო პირების ხელშია.

ანგარიში ასევე აცხადებს,რ ომ მსოფლიოში მომხდარი ლეტალური ძალადობის 42-დან 62 პროცენტამდე ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. იარაღით განხორციელებულ თითოეულ მკვლელობაზე საშუალოდ სამი ადამიანი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას ღებულობს.

ორგანიზაციის კვლევის დირექტორი ანა ალვაზი დელ ფრატე ამბობს, რომ იარაღი და ოჯახური უთანხმოება ლეტალური კომბინაციაა:

„კვლევები აჩვენებს, რომ ოჯახური ძალადობა მკვლელობით ძირითადად ისეთ საზოგადოებაში ხდება, სადაც ძალადობა უფრო ფართოდაა გავრცელებული ვიდრე სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან. ხშირ შემთხვევაში იარაღი ღეიძლება მამაკაცს პირად საკუთრებაში ჰქონდეს, ან მას სამსახურეობრივი დანიშნულებით იყენებდეს.“

კვლევის თანახმად, შესწავლილ ქვეყნებში მოკლული ქალების 40-დან 70 პროცენტამდე საოჯახო ძალადობის მსხვერპლია და მას მეუღლე ან პარტნიორი კლავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული მკვლელობები 45 პროცენტით შემცირდა 2007-დან 2010 წლამდე. ეს იმის ნიშანია, რომ ასეთი დაჯგუფებები აცნობიერებენ, რომ მოწინააღმდეგეებთან ლეგალური გზებით გამკლავება გაცილებით მომგებიანია ბიზნესისთვის, ვიდრე ადამიანების მოკვლა.

კვლევის თანახმად, აფრიკაში მიწის განაწილებათან დაკავშირებული დავები ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა.

2010 წელს მსოფლიოში 55 ქვეყანა იყო დარეგისტრირებული მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღის ექსპორტიორად. ამ სიის სათავეში ამერიკაა იარაღის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. 2010 წელს იარაღის ლეგალურად წარმოებული გაყიდვების ოდენობა 4.4 მილიარდს აღემატებოდა. თუმცა არაოფიციალური მონაცემებით ეს ოდენობა დაახლოებით 9 მილიარდია.