გაერო ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს აღნიშნავს

ეს თარიღი საბჭოთა ჯარების მიერ 1945 წელს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღეს ემთხვევა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლის ხსოვნის დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი საბჭოთა ჯარების მიერ 1945 წელს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღეს ემთხვევა.

კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ - ეუთომ - საერთაშორისო თანამებობრობას მოუწოდა გააძლიეროს ძალისხმევა ახალგაზრდებისთვის ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით.

ეუთომ წევრ სახელმწიფოებს სთხოვა შეიმუშაონ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მომავალ თაობებს პოლოკოსის ისტორიას ასწავლის იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს.