2010 წელს მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაეროს მოხსენებაში ქალებს მთავარი ყურადღება აქვთ დათმობილი.
გაეროს ფონდის ხელმძღვანელის ჯემილა მაჰმუდის განცხადებით ქალები დიდ დისკრიმინაციას განიცდიან, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონებში.
მისი თქმით: “ როდესაც ქალებს მეტი უფლებები აქვთ ისინი უკეთესად ართმევენ თავს კონფლიქტურ სიტუაციებს. ამიტომ აუცილებელია ივესტიციები ჯანდაცვის, განათლების და სოც-უზრუნველყოფის სფეროში.“
გაერომ სპეციალურად გამოყო ის ქვეყნები, სადაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მშვიდობის დამყარებაში. ესენია ბოსნია ჰერცოგოვინა, ჰაიტი, ერაყი, იორდანია, ლიბერია, უგანდა და პალესტინა.