პარასკევს სირიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა რაიონზე იერიში მიიტანეს
სირიაში გაეროს დამკვირვებელთა ხელმძღვანელი ქვეყანაში დაპირისპირების და ძალადობის პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს.
პარასკევს გენერალ მაიორმა რობერტ მუდმა განაცხადა, რომ სირიაში ბოლო 10 დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესები ორივე მხარის მონაწილეობამ განაპირობა. დანაკარგები ორივე მხრიდან იყო და ესკალაციაც სამთავრობო ძალების და ამბოხებულების აქტიურობამ გამოიწვია.
პარასკევს, სირიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა რაიონზე იერიში მიიტანეს. დაპირისპირება მოხდა ალეპოს პროვინციაში და ჰომსში.