გაეროს უსაფრთხოების საბჭო აპირებს, რომ განიხილოს სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის შეიარაღებული ძალები ატარებენ. თურქეთი ამას " მოზომილ და პასუხისმგებლიან" ანტი-ტერორისტულ ოპერაციას უწოდებს. ამავდროულად, ქურთები დამხარებას ითხოვენ "გენოციდისგან გადასარჩენად."
თურქეთმა სამხედრო ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი ტერორისტებს უწოდებენ, ოთხშაბათს დაიწყო. თუმცა დასავლეთში, ქურთი მებრძოლები ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ აღიქმებიან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.
თურქეთმა ოპერაცია ცოტა ხანში, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ამერიკამ რეგიონიდან ჯარების გამოყვანის შესახებ გამოაცხადა. ეს განცხადება პოპულარობით არ სარგებლობს და ის მკაცრად გააკრიტიკეს.
თურქებმა ჯერ ავია-შეტევა განახორციელეს, ხოლო შემდეგ ხმელეთიდან შეუტიეს ქურთულ დაჯგუფებებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ოპერაცია წარმატებით გრძელდება, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
კომენტარი გააკეთა ამ საკითხე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ-ტრამპმაც: " თურქეთი ქურთებზე შეტევას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. ისინი დიდი ხანია იბრძვიან. ჩვენ არც სამხედროები და არც ჯარები არ გვყავს შეტაკებების მიმდებარე ტერიტორიაზე. მე დავასრულებ ამ დაუსრულებელ ომს." ტრამპმა ასევე თქვა, რომ სანქციებით "შეუტევს თურქეთს ძალიან ძლიერად" თუ ის "არ ითამაშებს წესების მიხედვით."