საუდის არაბეთის პრინცის მოჰამედ ბინ სალმანისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით- განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამომძიებელმა. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, პრინცის წინააღმდეგ, რაც გამოძიებას საჭიროებს.
6-თვიანი გამოძიების შემდეგ, გაერომ სპეციალური, 100 გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა. "სპეციალური მომხსენებლის დასკვნაა, რომ ხაშოგი გახდა "გამიზნული, წინასწარ დაგეგმილი სიკვდილით დასჯის მსხვერპლი,“ ნათქვამია ანგარიშში.
ჟურნალისტი ხაშოგი სტამბოლში, თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს.