გაეროს ანგარიში გლობალურ დათბობაზე შემაშფოთებელია

თბოელექტროსადგურის გამონაბოლქვი და სამგზავრო თვითმფრინავი პეკინის ცაზე, 2017 წელი.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" მთავრობათაშორისი პანელი კლიმატის ცვლილების საკითხებზე შემაშფოთებელ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, პლანეტის მომავალი საფრთხის ქვეშაა, თუკი გლობალური დათბობის მაჩვენებლებს მინიმუმზე არ შეინარჩუნებენ.

ანგარიშის მიხედვით, დედამიწაზე კლიმატის, ჯანმრთელობისა და ეკოსისტემებისთვის აუცილებელია, რომ მსოფლიო ლიდერებმა შეძლონ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის ტემპის შენარჩუნება ნახევარ გრადუსზე. ეს 2030-2052 წლების მიზანი უნდა იყოს.

თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების მიზანი ამ დრომდე 1 გრადუსი ცელსიუსით დათბობის შენარჩუნება იყო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დათბობის მინიმუმ ნიშნულებზე შენარჩუნების შემთხვევაში, ნაკლები ადამიანი დაიტანჯება წყლის ნაკლებობით, ნაკლები ადამიანი დაიღუპება უკიდურესი სიცხით, სმოგითა და ინფექციური დაავადებებით, ანტარქტიდის დასავლეთით ყინულის დნობა შეუქცევად სახეს არ მიიღებს და ა.შ.

მთავრობათაშორისი პანელის წევრები ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში შეიკრიბნენ, რათა ანგარიში დაესრულებინათ.