ბან კი მუნი თეირანს სიმართლის დამტკიცებას სთხოვს

ბან კი მუნი თეირანს სიმართლის დამტკიცებას სთხოვს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ გამორიცხავს იმას, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას შესაძლოა სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდეს.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ირანსის მთავრობას სთხოვს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, დასავლეთის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების გააგრძელოს. დასავლეთი ირანს ბირთვული ბომბის შემუშავების მცდელობაში ადანაშაულებს, თეირანი კი აცხადებს, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ირანი ვალდებულია მსოფლიოს დაუმტკიცოს ის, რომ ბომბის დამზადებას არ აპირებს.

გენერალური მდნივნის თქმით: მე ძალიან ვარ შეშფოთებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი ანგარიშით. სააგენტო არ გამორიცხავს იმას, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას შესაძლოა სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდეს. ახლა ირანელების ჯერია დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე.“