გაერო ამერიკას იარაღზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი შეერთებულ შტატებს იარაღის გაყიდვაზე უფრო მკაცრი კონტროლის დაწესებას სთხოვს. მისი თქმით, იოლი ხელმისაწვდომობა „მკვლელობის იმპულსს და სიკვდილის გამომწვევ ქმედებას შორის მანძილს ამცირებს“.

დღეს გაკეთებულ გამოსვლაში, გაეროს წარმომადგენელმა ამერიკა იარაღის გაყიდვის მხარდამჭერი „უპასუხისმგებლო პროპაგანდისთვის“ გააკრიტიკა. კიდევ რამდენი მასობრივი მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ კანონმდებლებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგან? - იკითხა მან. საბოლოო ჯამში კი საფასურის გადახდა საზოგადოების „ყველაზე მგრძნობიარე ნაწილს და უმცირესობებს უწევთ, რომლებიც ისედაც ფართოდ გავრცელებული განკიცხვის სამიზნე ხდებიან“ - თქვა ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.