საქართველო პირველად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა. აღმასრულებელ საბჭოში საქართველო სამი წლის ვადით იქნება წარმოდგენილი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2010 წელს დააფუძნა. ორგანიზაციის დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მნიშვნელობაზე, “ამერიკის ხმას”, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ელენე აგლაძე ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთვის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უმაღლესი საბჭოს წევრობა კი, გაეროში საქართველოს წარმომადგნელობას ზრდის.
Your browser doesn’t support HTML5