ავღანეთში ყაყაჩოს რეკორდული მოსავალი მოვიდა

წლევანდელი მოსავალი ფერმერებს საშუალოდ 50 პროცენტით მეტი ოპიუმის წარმოების საშუალებას მისცემს
გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულებათა ოფისი შიშობს, რომ ავღანეთში ოპიუმის წარმოება რეკორდულად დიდ მასშტაბს აღწევს. ყაყაჩოს მომყვანი ფერმერები სავარაუდოდ 2014 წელს ნატოს ჯარების საბოლოო გაყვანით შექმნილი გაურკვეველი მდგომარეობისთვის ემზადებიან.

ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყაყაჩოს ნათესები 209 ათასი ჰექტარით გაიზარდა. მანამდე არსებული ყველაზე დიდი მაჩვენებელი კი 2007 წელს 193 ათასს შეადგენდა. ნარკოტიკების და დანაშაულებათა ოფისის ვარაუდით, წლევანდელი მოსავალი ავღანეთს საშუალოდ 50 პროცენტით მეტი ოპიუმის წარმოების საშუალებას მისცემს.