ბან კი მუნი სირიის მთავრობის ძალადობას გმობს

ბან კი მუნი სირიის მთავრობის ძალადობას გმობს

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, მოუწოდებს უშიშროების საბჭოს, მიიღოს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები სირიასთან მიმართებაში. მისი განცხადებით, სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის 10 თვიანი დაპირისპირების შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ "მიუღებელ" ზღვარს მიაღწია.
აბუ დაბიში ვიზიტით ყოფნისას, ბატონმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ სირიის პრობლემის გადაწყვეტისთვის საჭიროა თანამიმდევრული ღონისძიებების გატარება. დასავლეთი უშიშროების საბჭოს უკვე რამდენიმე თვეა სირიაში მიმდინარე ძალადობების დაგმობას სთხოვს, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი მკაცრი ზომების გატარებას ეწინააღმდეგებიან.
იმდენად, რამდენადაც რუსეთი ბაშარ ალ ასადის სამხედრო პარტნიორია, ის გაეროს უშიშროების საბჭოსგან ითხოვს, რომ მან სირიის ოპოზიციის წინააღმდეგაც მიიღოს ზომები თუ უშიშროების საბჭო ასადის ხელისფლების საწინააღმდეგო სანქციებს დააწესებს.