თოვლით დაფარულ დასავლეთ პოლონეთში უკრაინელი ჯარისკაცები სანგრებში წვრთნებს გადიან. სრულმასშტაბიან ომში, რომელიც 21 თვეა გრძელდება, ახლა მეორე ზამთრისთვის ემზადებიან.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტები რამდენიმე სხვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ამ კვირაში წვრთნებზე დასასწრებად მიიწვიეს. წვრთნები ქალაქ ვერდჟინში მიმდინარეობს, გერმანიის საზღვრიდან 40 კილომეტრში და მას პოლონელი, ფრანგი და ბელგიელი სამხედროები უძღვებიან.
"ძალიან ბევრს საერთოდ არ აქვს სამხედრო გამოცდილება და მათ საბაზისო ტაქტიკას ასწავლიან. ჩვენ გვვაასწავლიან როგორ გამოვიყენოთ იარაღი ურბანულ გარემოში და სანგრებში", - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმ ჯარისკაცმა.
წვრთნას "გაერთიანებული ძალების წვრთნის სამეთაურო ცენტრი" ახორციელებს, რომელიც უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის ძალისხმევის ფარგლებში შეიქმნა. მსგავვსი წვრთნები ბლოკის წევრი 27 ქვეყნიდან 24-ში მიმდინარეობს.
"ჩვენ განვაგრძობთ ადაპტირებას, რადგან ბრძოლის ველზე სიტუაციაც ყოველდღე იცვლება", - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ ვან დერ ლაანმა, ევროკავშირის სამხედრო შტაბის გენერალურმა დირექტორმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ ომი ახლა უფრო სტატიკურ ფაზაში გადადის, რამაც შესაძლოა რუსულ ჯარს გადაჯგუფებისა დ აპოზიციების გამაგრების საშუალება მისცეს.