ხუთშაბათს, უკრაინის და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით გატანის საშუალებას იძლევა, იგივე პირობებით, კიდევ ოთხი თვით გაგრძელდება.
შეთანხმების გაგრძელება მისი ვადის პოტენციურ ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. თავდაპირველი შეთანხმება თურქეთის და გაეროს შუამავლობით შედგა და რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული მარცვლეულის გადაზიდვის შეწყვეტის შემდეგ, გადაზიდვების განახლების საშუალება შექმნა.
ასევე ნახეთ: გაერო რუსეთთან შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებას იწყებსგაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეთანხმების გაგრძელებას მიესალმა და თქვა, გაერო მზადაა უზრუნველყოს რომ „მომარაგების ამ სასიცოცხლო ხაზმა შეუფერხებლად მუშაობა გააგრძელოს.“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, რომელიც შეთანხმების გაგრძელებას ეხებოდა, თქვა რომ უკრაინამ, გუტერეშმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტეიპ ერდოღანმა „სურსათის კრიზისის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში საკვანძო გადაწყვეტილება მიიღეს.“
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ, 11 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი გახადა შესაძლებელი, რომლის ორი მესამედიც განვითარებად ქვეყნებში გაიგზავნა.