უკრაინის სახელმწიფო ბანკმა, რომელიც ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით მუშაობს, ბანკის ხელმძღვანელი, ევჰენ მეტშერი და ბანკის სპიკერი, ვოლოდიმირ პიკალოვი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. სასამართლომ კი მათ ღამის საათებში შინა პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწვეტილების მიზეზი რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტებზე თავდასხა გამხდა. 4 ოქტომბერს ბანკის მმართველთან მისულ ჟურნალისტებს ინტერვიუს დროს მეტშერმა უთხრა, რომ მათ შეკითხვებს აღარ უპასუხებდა. შემდეგ კი ბანკის სპიკერთან ერთად, დაცვა გამოიძახა და მათთვის კამერების წართმევა და მახსოვრობის ბარათების ამოღება მოსთხოვა.
ბანკის მმართველისა და სპიკერის ასეთი საქციელი უკრაინის მთავრობაში მწვავედ გააკრიტიკეს. მათ შორის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
ასევე ნახეთ: უკრაინა-რუსეთის დავა გემების საქმეზე საარბიტრაჟო სასამართლოში ბოლო ეტაპზეაბანკის ორივე თანამშრომლის წინააღმდეგ, ამ დაპირსპირების გამო, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 11 ოქტომბერს, კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "უკრეკსიმბანკის" მმართველი და სპიკერი, ყოველ დღე, ღამის 10-დან, გამთენიის 6- საათამდე შინა პატიმრობაში იქნებიან.
მოგვიანებით, ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის მეტშერთან კონტრაქტს ფორმალურად წყვეტს და ის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ბანკმა, ასევე ბოდიში მოუხადა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებს.
ბოდიში მოიხადა მეტშერმაც, რომელმაც თავის საქციელს "ზედმეტად ემოციური რეაქცია" უწოდა.