უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსული ჯარების გადაადგილება ხაზს უსვამს ფაქტს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადება
რუსეთი ყირიმში ძალაუფლებას ამყარებს და სამხედრო ძლევამოსილების დემონსტრირებას აგრძელებს. ამ ფონზე შეერთებული შტატები და ევროკავშირი იმედს არ კარგავენ, რომ რუსეთის ნებისმიერ ქმედებას წინ აღუდგებიან.
„მსოფლიო შეშფოთებით შეჰყურებს, თუ როგორ განალაგა რუსეთმა სამხედრო ძალები უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. ამ მიზეზის გამო ევროპელ პარტნიორებთან შევიმუშავეთ მწვავე ზომები, რასაც რუსეთის მიერ სიტუაციიის ესკალაციის შემთხვევაში განვახორციელებთ.“
ობამას ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებს:
„ შეხვედრები რუსეთის უკრაინაში ინეტრვენციის თემას დაეთმობა. მსოფლიო ნათლად დაინახავს, თუ როგორ აღმოჩნდება რუსეთი გარიყულ მდგომარეობაში.“
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსული ჯარების გადაადგილება ხაზს უსვამს ფაქტს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადება. უკრაინის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი დეშიცა აცხადებს:
„ჩვენ მზად ვართ მსგავს ქმედებებს ვუპასუხოთ. თუმცა, უკრაინის მთავრობა ცდილობს რუსეთის შესაჩერებლად ყველა მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალება გამოიყენოს. მაგრამ, როდესაც რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადებიან, ძნელია იქ მცხოვრები უკრაინელები დაარწმუნო იმაში, რომ მსგავს ქმედებას პასუხი არ უნდა გაეცეს.“
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები გაუმკაცრა. მოსკოვმა ამ გადაწყვეტილებას ამერიკის მთავრობის რამდენიმე წევრის და კანონდებლის, მათ შორის რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკ კეინის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვით უპასუხა. სენატორი მაკეინი ერთერთია, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას უჭერს მხარს.
„არაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ უკრაინის მთავრობას დაპყრობილი ტერიტორიების გამო ლეტალური და არალეტალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.“
ამ კვირას უკრაინის კრიზისი კონგრესში განხილვის თემა გახდება, როდესაც ამერიკელი კანონმდებლები ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ შეიკრიბებიან.