ამერიკა უკრაინის დახმარებას დაამტკიცებს

სენატორი ჯონ მაკეინი ვლადიმირ პუტინის მიერ ტერიტორიულ ექსპანსიას ადოლფ ჰიტლერის გერმანიას ადარებს
იმ ფონზე, როცა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ძალები იმყოფებიან, ამერიკის წარმომადგენელთა პალატა, კონგრესის სახელით, უკრაინისადმი ერთ მილიარდ დოლარიანი დახმარების დასამტკიცებლად ემზადება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი ამბობს:

„ჩვენი მიზანია ერთად მუშაობა და ამ კანონპროექტის უსწრაფეს ვადებში დამტკიცება.“

კონგრესის ორივე პალატაში დებატების განმავლობაში რუსეთის მძაფრი კრიტიკა ისმოდა.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ტერიტორიული ექსპანსია ადოლფ ჰიტლერის გერმანიას შეადარა:

„ცხადია, რომ რუსული ჯარები უკრაინის აღმოსავლეთის საზღვრებთან არის კონცენტრირებული, და პრეზიდენტი პუტინი შემდეგ მოქმედებაზე ფიქრობს. გააკეთებს თუ არა ამას, ეს მე არ ვიცი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოს აგრესიის შემდეგ სავარაუდო მოგებაზე ფიქრობს.“

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლებს რამდენიმე კვირა დასჭირდათ ზუსტად გადაეწყვიტათ, თუ როგორ დასჯიდნენ პუტინს, მათ ყოველთვის ამოძრავებდათ რუსეთის კრიტიკა.

დემოკრატი სენატორი რობერტ მენენდეზი აცხადებს:

„მსოფლიო გვიყურებს. მსოფლიოს სუპერსახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მოახერხოს რუსეთის მიერ გამოგზავნილი გამოჩვევის დაძლევა.“

რუსეთმა, თავის მხრივ, ერთდროულად დაგმო და თან ნიველირება მოუხდინა საერთაშორისო სანქციების მნიშვნელობას. დიპლომატიური მეთოდების პარალელურად, ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა საკუთარი მოქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს.

„სანქციები, როლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა დააწესა, კიდევ უფრო გაფართოვდება თუ რუსეთი საკუთარ ხედვას არ შეიცვლის. როგორც ბრიუსელში განვაცხადე, იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთს დიპლომატიით სურს ვითარების გმაოსწორება და ჩვენთან იმუშავებს ამ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვტის მიზნით.“

ამ ფონზე, რუსეთი უარს აცხადებს დაემორჩილოს მოწოდებებს და ყირიმი უკრაინას გადასცეს. ვაშინგტონში რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი ამბობს:

„ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია.“

კითხვაზე, თუ რამდენად შეეცდება რუსეთის მიიტაცოს მეტი უკრაინული ტერიტორია, კისლიაკმა დასძინა, რომ მოსკოვი ამას არ გეგმავს.“