უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთმა დიდი რვიანის ფარგლებში აღებულ საკუთარ ვალდებულებაზე უარი თქვა
ჩრდილოეთ უკრაინაში, ბელარუსთან საზღვრის სიახლოვეს, მსოფლიოში უდიდესი მოძრავი სტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.
250 მეტრიანი ფოლადის თაღი, დასრულების შემდეგ, 200 მეტრით გადაადგილდება და დაფარავს ნაჩქარევად აშენებულ სარკოფაგს, რომელიც 1986 წელს აფეთქებული, ჩერნობილის მეოთხე რეაქტორის დასამარხად აშენდა.
რეაქტორის აფეთქების შემდეგ, ატმოსფეროში ტონობით რადიოაქტიური ნივთიერება გაიფრქვა. რადიოაქტიურმა ნალექმა, მაშინ საბჭოთაკავშირის შემადგენლობაში მყოფი, უკრაინა და ბელარუსი დაფარა. მაგრამ მოსკოვის საბჭოთა მთავრობამ საზოგადოებას არაფერი გააგებინა. პირველად შვედმა მეცნიერებმა შეატყობინეს მსოფლიოს, რომ რაღაც საშინელება მოხდა.
ფერმერი ივან სემენიუკი ამბობს, რომ საბჭოთა ხელისუფლებას სოფლების მცხოვრებთათვის ის რომ ეთქვა, რომ შინ ვეღარასდროს დაბრუნდებოდნენ, შესაძლოა ამას პანიკა მოჰყოლოდა და ამ რაიონის 120,000 მცხოვრებს წასვლაზე უარი ეთქვა.
მაგრამ სემენიუკი და მისი ცოლი არალეგალურად დაბრუნდნენ სახლში, ავარიის ადგილიდან სულ 12 კილომეტრის მოშორებით, პატარა ხორბლის ყანის, ქათმების და ღორის მოსავლელად.
30 კვადრატულ კილომეტრიანი აკრძალული ზონის უმეტესი ნაწილი საშინელ ქალაქ-აჩრდილად რჩება. ის მხოლოდ წმენდის სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებისთვის და ზოგიერთი ოფიციალური პირებისთვის არის მისაწვდომი, რომლებსაც თვეში არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში შეუძლიათ აქ ყოფნა.
უკრაინის მაშინდელი კომუნისტური ხელმძღვანელი ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი გახდა, ავარიის ადგილზე, აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ მივიდა.
„უკრაინელმა ინტელიგენციამ და მეცნიერებმა, ყველამ, ვინც პოლიტიკაში ერკვეოდა ნახეს, რომ მოსკოვი უკრაინას სიმართლეს არასდროს ეტყოდა. მათ იცოდნენ, რომ მოსკოვს ყოველთვის სურდა უკრაინა მორჩილებაში ჰყოლოდა.“
ოცდარვა წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის კვალდაკვალ, უკრაინელთა თავდაპირველი ეჭვები სრულ მტრობად იქცა.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთმა დიდი რვიანის ფარგლებში აღებულ საკუთარ ვალდებულებაზე უარი თქვა, რითაც სარკოფაგის გადამეტებული ხარჯების დასაფარი თანხების მოზიდვის ღონისძიებებისთვის უნდა გაეწია ხელმძღვანელობა. ეს გადახარჯვები ასეულ მილიონობით დოლარია. უკრაინელი კანონმდებელი ვალერი კალჩენკო ამბობს.
„ახლა რუსეთი მარტო დაგვტოვებს ახალი სარკოფაგის მშენებლობის წინაშე და ძალზე გაურკვეველია, თუ გაიღებენ თანხის ნაწილს, რაზეც პასუხისმგებლობა აქვთ ნაკისრი.“
ისმის გაფრთხილებები, რომ სარკოფაგის არასაიმედო მდგომარეობის გამო, ჩერნობილის მეორე კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ცოტა დრო რჩება.
„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახლა დრო არ დავკარგოთ. როგორც ჩანს სამიდან ოთხ წლამდე დრო გვაქვს მშენებლობის დასამთავრებლად.“
თუმცა, სახიფათო სამუშაოები დამცავი თაღის ადგილზე მიტანის შემდეგაც არ დასრულდება.
გამოყენებული სათბობის და სხვა უაღრესად რადიოაქტიური მასალების მოცილებას დეკადები დასჭირდება და ბევრად მეტი მილიარდი დოლარი დაჯდება, რაც უკრაინას უზარმაზარ ფინანსურ ტვირთად დააწვება.