დაპირისპირება უკრაინის პარლამენტში

ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა ორი თანაპარტიელი მართველ პარტიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს

ოთხშაბათს, უკრაინის ახალი პარლამენტის სესია პროტესტით და მუშტი-კრივით დაიწყო.

ოქტომბრის არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებული პარტიის უმრავლესობით, ახალმა პარლამენტმა პირველი სესია სკანდალით დაიწყო. დამკვირვებლების განცხადებით, იანუკოვიჩის პარტია ხელისუფლებაში ხმების გაყალბებით მოვიდა.

დაპირისპირება პარლამენტში მაშინ მოხდა, როდესაც რამდენიმე ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ორი თანაპარტიელი მართველ პარტიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

ოთხშაბათს, პარლამენტის შენობის წინ წელსზემოთ შიშველმა ქალებმა მთავრობის კორუფცია გააპროტესტეს. "ფემენის" წევრი რამდენიმე ქალი პოლიციამ დააკავა.