პრო-რუსულმა ძალებმა ყირიმში, სევასტოპოლის პორტში მდებარე უკრაინის საზღვაო ძალების შტაბბინა აიღეს. ინციდენტს, ერთი დღით ადრე რუსეთსა და ყირიმს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა უსწრებდა, რომლის თანახმადაც ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდება.
თვითმხილველების თქმით, სულ ცოტა 200 შეუიარაღებელი, ეგრეთ წოდებული, ადგილობრივი თავდაცვის დაჯგუფების წარმომადგენელი შტაბის შენობაში შეიჭრა და შენობის თავზე რუსეთის დროშა აღმართა. უკრანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშს წინააღმდეგობა არ გაუწია.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის ანექსია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, რითაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. დასავლეთის ქვეყნებმა კვირას ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ სცნო და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
პუტინმა სამსაბათს რუსეთის პარლამენტს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ რეფერენდუმი კანონიერი, ყირიმი კი ყოველთვის რუსეთის განუყოფელი ნაწილი იყო.