იულია ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა

იულია ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა

უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის ლიდერს იულია ტიმოშენკოს შვიდ წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, უკვე მოყვა საერთაშორისო კრიტიკა. ტიმოშენკოს ბრალი ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და 2009 წელს რუსეთთან გაზის სფეროში უკრაინისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში.

უკრაინის მოსამართლის როდიონ კირიევის განცხადებით, ამჟამად ოპოზიციის ლიდერმა ტიმოშენკომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, როდესაც გააფორმა გაზის სფეროში ხელშეკრულება, რითაც უკრაინის ბიუჯეტმა 200 მილიონი დოლარის ზარალი ნახა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გააკეთა კომენტარი, სადაც ნათქვმია, რომ მოსკოვი ამ გადაწყვეტილებაში „ანტირუსულ ქვეტექსტს“ ხედავს. თავის პოზიცია დააფიქსირა ასევე ევროკავშირმაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ამ ნაბიჯით უაღრესად შეშფოთებულია. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადებით სასამართლო პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.