უკრაინაში ტრაგედია დატრიალდა

უკრაინაში ტრაგედია დატრიალდა

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 10 დაშავდა. ავარია დღეს დნეპროპეტროვსკის რაიონში დილის 9საათსა და 25 წუთზე მოხდა, როცა ავტობუსმა რკინიგზის გადაკვეთა სცადა, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო ნიშნები მომალ მატარებელზე მიუთითებდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დამნაშავეების დასასჯელად, ინციდენტის გამოძიება მოითხოვა.