მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეს სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
სანქცირებულთა შორის არიან:
- ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი
- ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე
სანქციების დაწესების შემდეგ მათ უკრაინის ტერიტორიაზე ეზღუდებათ:
- ქონების უფლება
- სავაჭრო ოპერაციები
- რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი
- უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა
- ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა
განახლებული სია 256 ადამიანისგან შედგება