უკრაინის თქმით, 100 000-მდე რუსი სამხედრო მის საზღვართან რჩება

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთმა ჯარისკაცები გაიყვანა და ვითარება შედარებით განიმუხტა, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ამ დრომდე ქვეყნის საზღვრებთან კვლავ რჩება 100 000-მდე რუსი სამხედრო. ინფორმაცია ჟურნალისტებს ივან ბაკანოვმა მიაწოდა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია.

ამ ფონზე, გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინას ეწვია. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებოდნენ. სახელმწიფო მდივანმა ასევე არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ პენტაგონმა უკრაინას საჰაერო თავდაცვითი სისტემები გადასცეს. მეტიც ბლინკენი კიევში ყოფნის დროს თქვა, რომ ამ საკითხზე აქტიური დისკუსია მიმდინარეობს.

დისკუსია, უკრაინის მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც ვაშინგტონიის რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხეების გასამკლავებლად საჰაერო თავდაცვითი დანადგარების მიწოდებას სთხოვს.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინაში არსებული ვითარება - ენტონი ბლინკენის განცხადება

რუსეთმა უკრაინის საზღვარზე სამხედრო კონგინგენტის, შეიარაღების და მძიმე ტექნიკის მობილიზაცია მარტიდან დაიწყო. 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსული ჯარის უკრაინის საზღვრებთან ასეთი მობილიზება არ დაფიქსირებულა.

დასავლეთის მწვავე რეაქციის შემდეგ რუსეთმა 23 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანექსირებულ ყირიმში დამატებით გადაგზავნილი სამხედროები, უკან გაჰყავდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მასშტაბური სამხედრო წვრთნის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული.

Your browser doesn’t support HTML5

"თუ რუსეთი დაუფიქრებლად ან აგრესიულად იმოქმედებს პასუხს გავცემთ,"-აშშ-ის სახელმწიფო მდივანი