უკრაინა ამბობს, რომ კიევის ოლქს მთლიანად აკონტროლებს

უკრაინა აცხადებს, რომ კიევის ოლქზე სრული კონტროლი აქვს. რუსული სამხედროები აღარ აკონტროლებენ უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე არცერთ ტერიტორიას - ამბობს კიევი.

სააგენტო "როიტერი" იუწყება, რომ უკრაინელებმა "კიევთან 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს".

ამერიკისა და სხვა დასავლური ქვეყნების დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, რუსეთი ახლა თავისი სამხედრო ძალას დონბასის რეგიონზე, აღმოსავლეთ უკრაინაზე მიმართავს.

ასევე ნახეთ: უკრაინელები და ევროპელები რუსებს განსაკუთრებულ სისასტიკეში ადანაშაულებენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსებმა მათ უკან "აბსოლუტური საშინელება" დატოვეს. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, დანაღმულია გზები, სახლები, ტექნიკა და გარდაცვლილთა გვამებიც კი.

თავის ყოველდღიურ გამოსვლაში, შაბათს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა: " ჩვენ არ უნდა გვქონდეს ფუჭი იმედები", რომ რუსები "უბრალოდ დატოვებენ ჩვენს მიწას". ზელენსკის თქმით, მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ მძიმე ბრძოლებით, მოლაპარაკებებითა და ყოველდღიური ნაყოფიერი შრომით.