ზელენსკიმ ხელი მოაწერე კანონს, რომელიც მობილიზაციის წესებს ცვლის

უკრაინის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა კანოპროექტს, რომელიც არმიის მობილიზაციის წესებს ცვლის. ინფორმაცია ამის შესახენ უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. კიევი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, სამხედრო ძალების მწვავე დეფიციტის პრობლემა გადაჭრას.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინა ამ მხრივ რუსეთს ჩამორჩება. აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე უმაღლესი სამხედრო მეთაური ამბობს, რომ რუსული ძალების რაოდენეობა, მისი ძალების რაოდენობას ათჯერ აღემატება. კიევს, პოზიციების გასაძლიერებლად და სამხედროების როტაციისთვის, ახალი ჯარისკაცები სჭირდება.

ასევე ნახეთ: უკრაინის და ისრაელის დახმარებას პალატა ცალ-ცალკე განიხილავს

კანონი, ოფიციალურად გამოქვეყნებიდან, ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება. ის მამაკაცებს ავალდებულებს, თავიანთი გაწვევის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებას შეატყობინონ. ასევე, ახალი კანონმდებლობით, გაზრდილია ანაზღაურება მოხალისეებისთვის და იზრდება სასჯელი ჯარიდან თავის აცილებისთვის.

გაურკვეველი რჩება, რა რაოდენობის ჯარის მობილიზება იქნება შესაძლებელი ამ ახალი დებულებით. თუმცა, ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურე და ანალიტიკოსი ამბობს, რომ კანონი დეფიციტის აღმოსაფხვრელად საკმარისად ეფექტური არ იქნება.

კანონპროექტმა, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და პარლამენტში საბოლოო მოსმენამდე, მასში 4000-ზე მეტი ცვლილება შევიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ კანონს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, გაწვევის ასაკი, 27-დან, 25-მდე შემცირდა.

უკრაინამ მობილიზაცია რუსეთის შეჭრისთანავე, 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ქვეყანაში თავდაპირველად მოხალისე მებრძოლების მნიშვნელოვანი ნაკადი იყო, მაგრამ მოგვიანებით მათი რაოდენობა შემცირდა და მას შემდეგ ჯარის თავიდან აცილების ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

უკრაინის ძალები, ასევე განიცდის საბრძოლო მასალის დეფიციტს. აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაფინანსება, რუსეპუბლიკელთა ნაწილის მიერ, წარმომადგენელთა პალატაში თვეების განმავლობაში დაყოვნებულია. ამ ფონზე, ევროკავშირი საბრძოლა მასალის დროულად მიწოდებას ვერ ახერხებს, რუსული ძალები კი წინ მიიწევს.

არმიის მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ სიტუაცია აღმოსავლეთის ფრონტზე საგრძნობლად გაუარესდა და რომ რუსული ჯარები, 9 მაისისთვის, ქალაქ ჩასივ იარის დაკავებას შეეცდება.