უკრაინამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სურსათის ექსპორტის აღდგენაზე

სტამბოლში უკრაინამ და რუსეთმა გაეროს და თურქეთის შუამავლობით, ეტაპობრივი მნიშვნელობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ის უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს განაახლებს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამწვავებულ, საერთაშორისო სასურსათო კრიზისს შეამსუბუქებს.