ხუთშაბათს, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ბრძოლები გრძელდებოდა. კიევი ცდილობდა საოკუპაციო ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი დასავლეთს დაჟინებით სთხოვდა თავისი ჯარისთვის მძიმე ტანკების მიწოდებას.
უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, რუსების შეტევა დონეცკის რეგიონის ბახმუტის სექტორზე არის ფოკუსირებული, თუმცა ავდიივკის და კუპიანსკის სექტორებში მათი შეტევები წარუმატებელი იყო.
მეზობელი ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ უკრაინის ძალები ტერიტორიას „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ათავისუფლებდნენ, მაგრამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ეს „სწრაფად არ ხდებოდა“.
ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს უტევს, კრემლის ფოკუსში კვლავ ბახმუტი და ავდიივკაათვეების განმავლობაში რუსული არტილერიის ცეცხლის ქვეშ ყოფნის შემდეგ, ამჟამად მეტწილად ნანგრევებად ქცეული ბახმუტი მნიშვნელოვანია, რადგან ომში დამარცხებების წყების შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელობას სურს თავის საზოგადოებას წარმატება უჩვენოს.
ბახმუტი დონეცკსა და ლუჰანსკს შორის, მომარაგების ხაზზეა განლაგებული. ბახმუტზე კონტროლის მოპოვება, რომლის ომამდელი მოსახლეობა 70-80 ათასი იყო და ახლა 10 ათასამდეა შემცირებული, რუსეთს საყრდენ წერტილს მისცემს რათა ორი უფრო დიდი ქალაქისკენ, კრამატორსკისკენ და სლოვიანსკისკენ წინ წაიწიოს.
უკრაინის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ წინა დღის ბრძოლებში, მეტწილად დონეცკთან, მათი შეფასებით 800 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ეს ერთი დღის განმავლობაში ცოცხალი ძალის დანაკარგის უზარმაზარი რიცხვია, რომლის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბახმუტზე რუსული საჰაერო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, სამოქალაქო მოსახლეობის დაუდგენელი რაოდენობა დაიღუპა.