დონბასში ჩამოგდებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგის“ საქმის სასამართლო პროცესზე, ოთხი ბრალდებულიდან არც ერთი არ გამოცხადდა. ამის შესახებ, 9 მარტს, პროცესის გახსნის დროს გამოაცხადა ნიდერლანდებში მდებარე საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ჰენრიკ სტაინჰაუსმა.
2014 წლის 17 ივლისს მომხდარი ავიაკატასტროფის საქემში რუსეთის სამ მოქალაქეს აქვე ბრალი წაყენებული. ესენი არიან იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი („ხმუროი“), ოლეგ პულატოვი („გიურზა“) და უკრაინის ერთი მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო („კროტი“). თითოეული მათგანი დაკავშირებული იყო რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებთან.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში იმყოფება მხოლოდ პულატოვის ორი ადვოკატი.
საერთაშორისო გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ლაინერი ჩამოგდებულ იქნა სარაკეტო დანადგარი „ბუკით“, რომელიც დონბასში ჩაიტანეს კურსკიდან, სადაც ის იყო რუსეთის არმიის საჰაერო დაცვის 53-ე ბრიგადის შეიარაღებაში.
2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი რეისი MH-17-ის ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი.
გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ სარაკეტო დანადგარის რუსეთიდან დონბასში ჩატანასთან კავშირი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს იგორ სტრელკოვს, სერგეი დუბინსკის, ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკოს.