მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას აგრძელებს, სპეციალისტები შიშობენ, რომ უკრაინა მილიონობით ტონა მარცვლეულს დაკარგავს, რაც გავლენას მოახდენს ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე.
შავ ზღვაზე ყველა მნიშვნელოვან ლოკაციას ამ დროისთვის რუსეთი აკონტროლებს და ამ ტერიტორიების მისადგომებთან ბრძოლები მიმდინარეობს, რის გამოც უკრაინა მარცვლეულის ტრანსპორტირებას ვერ ახდენს.
„რუსეთი აკონტროლებს შავ ზღვას, გემებს შემოსვლის ან გასვლის საშუალება არ ეძლევათ,“- ამბობს ზელენსკი ავსტრალიურ საინფორმაციო გამოშვება „60 წუთთან „ საუბრის დროს. უკრაინის პრეზიდენტი აქვე ამატებს, რომ „რუსეთის სურვილია მთლიანად დაბლოკოს ჩვენი (უკრაინის) ეკონომიკა“
უკრაინა მარცვლეულის, სხვა საკვები პროდუქტებისა და ლითონების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. რა გავლენა ექნება შექმნილ ვითარებას ეკონომიკაზე რთული სათქმელია. სპეციალისტებს ციფრებზე საუბარი ამ დროისთვის უჭირთ.