მაიდანის თავისუფლების მოედანი კიევში გამართული საპროტესტო აქციების ეპიცენტრი იყო, რამაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს თანამდებობიდან წასვლა აიძულა. ეს ადგილი დღესაც გარშემორტყმულია ეროვნული გვარდიის მცირე კონტიგენტის მიერ. მათ სამხედრო კარვებში სძინავთ და დახმარებებით ცხოვრობენ.
უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე ინოკენტი ტრავკინი ამბობს, რომ ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ აქვთ ამ ადგილის დატოვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დაგეგმილი იყო, რომ ისინი ამ ადგილას მხოლოდ არჩევნებამდე უნდა დარჩენილიყვნენ. თუმცა, პრორუსული აქტივისტების გააქტიურების გამო აღარ იციან, როდემდე მოუწევთ იქ დარჩენა.
ბევრ უკრაინელს იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კრიზისის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
დენისის თქმით, ეს არჩევნები აუცილებლად უნდა გაიმართოს. შედეგებს უკეთესობისკენ ცვლილებები უნდა მოჰყვეს თუკი სახელმწიფოს მეთაური ეყოლება, და თუკი ის იქნება ღირსეული და სათანადო თვისებების მქონე იმისათვის, რომ სახელმწიფო მართოს.
თუმცა მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების გამო შეშფოთებულია და ფიქრობს, რომ არჩევნებისთვის იქ სახიფათო პროცესები მიმდინარეობას.
"არჩევნები არ გაიმართება, თუკი აღმოსავლეთში სიტუაცია არ შეიცვლება. მე ვფიქრობ რომ რუსეთი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები გაუქმდეს და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს" აცხადებს კიევის მცხოვრები.
პროდასავლური შეხედულებების აქტივისტი ივან კურუძიაკი ამბობს, რომ არჩევნები და რეფორმები აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ ბევრ უკრაინელს უფრო მოტივირებულს გახდის რათა დემოკრატიულ პროცესებში ჩაერთოს.
მისი განცხადებით, დონეცკის რეგიონში მცხოვრები ადამიანები და ასევე ზოგიერთი სეპარატისტულად განწყობილი ადამიანიც კი, თუკი ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდა და მათი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, აღარ მოინდომებს, რომ ამ უაზრო ომში იყოს ჩართული.
ამის მიუხედავად, კიევის საპროტესტო მოედანი დღეს მაინც მშვიდობიანად გამოიყურება. ხალხი კი გაურკვევლობაშია მომავალთან დაკავშირებით. არავინ იცის, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი.