უკრაინა სურსათის საექსპორტო კომპანიების რეგისტრაციას სავალდებულოს ხდის. ახალი რეგულაციის მიზანია თავიდან აირიდოს ისეთი დარღვევები, როგორიცაა გადასახადების თავიდან აცილება, სოფლის მეურნეობის საქონლის ექსპორტისას. ამის შესახებ, უკრაინის მთავრობამ შესაბამისი რეზოულუცია 1 ნოემბერს გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ: უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის ბახმუტში რუსეთის შეტევები მოიგერიოსუკრაინა, მსოფლიოში აგრარული საქონლის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, ახლა საქონლის ექსპორტის მესამედი ნაღდი ანგარიშსწორებით, ხშირ შემთხვევაში, შესაბამისი გადასახადების გადახდის გარეშე ხორციელდება.
ახალი პროცედურის მიხედვით, ექსპორტით შეიძლება დაკავდნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფო აგრარულ რეესტრში. ასევე, არიან დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელები, არ აქვთ საგადასახადო დავალიანება ან უცხოური ვალუტის შემოსავლების დაგვიანება.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი მექანიზმის მიხედვით, გემების დატვირთვა მხოლოდ მარცვლეულის წარმოშობის კანონიერების წინასწარი ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მთავრობის მონაცემებმა აჩვენა, რომ წინა წელთან შედარებით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი ოქტომბერში თითქმის განახევრდა - 4,22 მილიონი ტონიდან, 2,15 მილიონ მეტრულ ტონამდე.
2023/24 ივლისი-ივნისის სეზონში უკრაინამ სულ 8,9 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანა, რაც 2022/23 წლის ანალოგიურ პერიოდში 12,9 მილიონი იყო.
მოვაჭრეები და ფერმერთა პროფკავშირები ამბობენ, რომ უკრაინის შავი ზღვის დაბლოკილი პორტები და რუსეთის თავდასხმები უკრაინის პორტებზე მდინარე დუნაის ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზია.
უკრაინას ტრადიციულად მარცვლეული ექსპორტზე მეტწილად შავი ზღვის პორტებით გააქვს.