უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარს აძლიერებს. კიევმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა რუსეთმა ბელარუსიდან უკრაინაზე თავდასხმა განახორციელოს.
ამის გამო, უკრაინა ბელარუსის საზღვართან სამხედროების რაოდენობას ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ამჟამად თავდასხმისთვის მზადება (ბელარუსში) არ შეიმჩნევა მაგრამ, არის და იქნება მუქარები, ამიტომ ჩვენ ვრეაგირებთ. უკვე გავზარდეთ ჯარის რაოდენობა ჩრდილოეთის მიმართულებით“, - ამბობს ოლექსი ჰრომოვი, უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე.
ასევე ნახეთ: პეტრეუსი: თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ უკრაინაში და შესაძლოა შავ ზღვაშიც, მის ჯარს გაანადგურებსრუსეთმა და ბელარუსმა ბოლო დღეების განმავლობაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს. აღსანიშნავია, რომ როცა რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ბელარუსმა რუს სამხედროებს მისცა საშუალება უკრაინაზე თავდასხმისთვის მისი ტერიტორია გამოეყენებინა.
კიევის აღებას რუსი სამხედროები ბელარუსის ტერიტორიიდან შეეცადნენ, თუმცა წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთი იძულებული გახდა კიევის ოლქი დაეტოვებინა.