უკრაინამ შელთან $10 მილიარდიანი კონტრაქტი დადო

იანუკოვიჩმა 50 წლიან ხელშეკრულებას დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე მოაწერა ხელი
უკრაინამ ჰოლანდიურ ნავთობკომპანია „შელთან“ 10-მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ანალიტიკოსების აზრით, ეს ფაქტი ქვეყნის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პრობლემას თითქმის მთლიანად მოხსნის.

50-წლიანი თანამშრომლობის შესახებ შედგენილი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ესწრებოდა, რომელმაც შვეიცარიის ქალაქ დავოსში განაცხადა, რომ „ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უკრაინას მსოფლიოში არსებული ფიქლოვანი აირის ერთ-ერთი უდიდესი მარაგი გააჩნია, რაც ქვეყნის ენერგო-რესურსებით მომრაგებას რამდენიმე ათეული წლით უზრუნველყოფს. კომპანია „შელი“ 15 ჭაბურღილის თხრას უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყებს, იქ სადაც აირის ყველაზე დიდი მარაგია.