უკრაინამ შესსაძლოა მარცვვლეულის გადასაზიდან ხორვატიული პორტები გამოიყენოს. მარცვლეულის ექსპორტისთვის მდინარე დუნაიზე არსებული პორტებისა და ადრიატიკის ზღვის გამოყენების შესაძლებლობაზე ორი მხარის წარმომადგენლები შეთანხმდნენ. ამის შესახებ დმიტრო კულებამ, უკრაინის პირველმა დიპლომატმა განაცხადა.
რუსეთმა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის საკითხს არეგულირებდა, აღარ გააგრძელა და ამბობს, რომ საექსპორტო გემები შესაძლოა სამხედრო სამიზნეებად განიხილოს.
ასევე ნახეთ: აფრიკის ლიდერები მოსკოვს მარცვლეულზე შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ"ახლა ჩვენ ვმუშაობთ ამ პორტებისკენ იმ ყველაზე ეფექტური მარშრუტების შემუშავებაზე, რომლებიც ყველაზე მეტ შესაძლებლობას მოგვცემს", - თქვა კულებამ მის ხორვატ კოლეგასთან გრლიკ რადმანთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ. "ყოვველი ძალისხმევა ექსპორტის დაბლოკვის მოსახსნელად, ყველა გაღებული კარი არის რეალური, ეფექტური წვლილი მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებაში", - თქვა მან.
ამჟამად უკრაინა ძირითადად ევროკავშირისკენ მხოლოდ სახმელეთო საექსპორტო გზებზე და მდინარე დუნაიზე გამავალ მარშრუტზეა დამოკიდებული. თუმცა რუსეთმა გასული თვის დასაწყისში ამ გზის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურაზეც მიიტანა იერიში.
დმიტრო კულება ამბობს, რომ ხორვატ კოლეგასთან საუბრის კიდევ ერთი და უმთავრესი თემა იარაღის საკითხი იყო. "არსებობს კონკრეტული შეთანხმებები, რომლებიც მალე შესრულდება", - განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა სხვა დეტალების გამჟღავნების გარეშე.