ერთ დღეში 1 197 ინფიცირებული - უკრაინამ ეს ანტირეკორდი 29 ივლისს აჩვენა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა და საეკლესიო მსახურებებზე დასწრება - უკრაინის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ინფიცირების შემთხვევების მატებას, ამ ორ ფაქტორს უკავშირებენ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრადა გაიზარდა. ეს მას შემდეგ, რაც მარტში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა - გაიხსნა კაფეები, ეკლესიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუმცა, ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვა მაინც ძალაში რჩება, რაგან აგვისტოს ბოლომდე ქვეყანა ოფიციალურად „ჩაკეტილია“.
ასევე ნახეთ: სამ დღეში 1,4 მილიონით მეტი ინფიცირებული და 20 000-მდე გარდაცვლილი - პანდემიის მეორე ტალღის საწყისი?უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ გასულ დღეს, კოვიდ-19-ით ინფიცირებული 248 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
“დასავლეთ უკრაინაში, პაციენტების მატების მთავარი მიზეზი, განსაკუთრებით სოფლებში, საეკლესიო მსახურებებია. ეს ეპიდემიოლიურმა გამოძიებამ აჩვენა“ - აცხადებს მაქსიმ სტეფანოვი, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინაში, კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული, ჯამში 68 794 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 1 673 ადამიანი. 38 154 კი კოვიდ-19-სგან განიკურნა.
ასევე ნახეთ: საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალარესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ადამიანებს კვლავ მოეთხოვებათ პირბადის ტარება, თუმცა გასულ კვრას მთავრობამ განაცხადა, რომ ზოგიერთ რეგიონში შეზღუდვებს დამატებით შეამსუბუქებს.
„ჩვენ შეგვიძლია დავაწესოთ ნებისმიერი შეზღუდვა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ წესებზე და დავამკვიდროთ ისინი. მაგრამ, შეზღუდვებიც და წესებიც სრულიად უსარგებლოა იქამდე, ვიდრე მათ არ დავიცავთ“ - განაცხადა სატელევიზიო ბრიფინგზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.